„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 აგვისტოს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, ვეფხისტყაოსნის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის და ჯებაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დგებუაძის, უზნაძის, ყიფიანის, აგლაძის, ევდოშვილის, ქუთაისის, გაფრინდაულის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმქარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის, კერესელიძის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ავშნის, მგელაძის, საექიმოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0