„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 ივლისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის, რუისის, სევანის, ალიხანიანის, ფაღავას, წურწუმიას, ირბახის, ლაგოდეხის, ხერხეულიძის, ლადო მესხიშვილის, შავიშვილის, იორის, წინანდლის, სართიჭალის, იზაშვილის, ბოროდინის, ღვინის აღმართის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ალექსანდრე დიუმას, ეითიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, ბენაშვილის, იაროსლავის, ლენტეხის, ოსიაურის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, გიული ჭოხონელიძის, ესმა ონიანის და დავით რონდელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0