თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა გაჩნდება

გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს საბაგირო გზის პროექტების განხორციელება დაიკავებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი საბაგირო გზის – სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში ბევრი ვიწრო ქუჩაა და ბევრგან – რთული რელიეფი, რაც ავტობუსების მოძრაობას აფერხებს, ამიტომაც საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა შეიძლება გახდეს საბაგირო გზა.

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო
თანამედროვე სტანდარტების მეტროსადგური - როგორი იქნება „გოცირიძე“ რეაბილიტაციის შემდეგ

როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე განხორციელდება სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტი, რომელზეც თანხას საფრანგეთის განვითარების ფონდი გამოყოფს.

„საუბარია დაახლოებით 30 მილიონ ევროზე. მინდა საფრანგეთის განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის", – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„ეს საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, სადაც 40 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მეტროს სადგურ „სამგორთან“ დააკავშირებს. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მდგომარეობას ქალაქში", – აღნიშნა კალაძემ.

დღეისათვის თბილისში ორი მოქმედი საბაგირო გზაა – რიყე-ნარიყალა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს და კუს ტბის საბაგირო, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აკავშირებს კუს ტბასთან.

ყველა ახალი ამბავი
0