„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3 ივლისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჯავახეთის, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას, ბროლოსანის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის, იოსებიძის, ანა კალანდაძის, შარტავას, ხვიჩიას, შორსის, დოლიძის, ქარელის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას, ანაკლიის, ჯიქიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას და გლდანულას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, გომარეთის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის და კობცოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0