ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 ივნისს

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხუთშაბათს, 25 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც ელჭექით.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი პლუს 32 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრით დაუბერავს, დროდადრო კი წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0