სარემონტო სამუშაოები დასრულდა – რითი იქნება გამორჩეული ბარათაშვილის ქუჩა

გამოწერა
დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და ულამაზესი ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება, დარჩა ერთი თვე.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საგზაო სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება>>

მისი თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რომელიც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

„ამ დროისათვის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, – განაცხადა მერმა.
ველოსიპედისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა სიურპრიზს უმზადებს მერია თბილისელებს

პროექტის განხორციელების შედეგად გზაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე (ჯამში 12 ათასი კვადრატულ მეტრი) დაიგო მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი. ამასთან, ე.წ. უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელებისთვის.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ბარათაშვილის ქუჩა ორიენტირებული იქნება საქალაქო ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებზე, რაც უფრო შეამსუბუქებს არსებულ ვითარებას, აღნიშნა კალაძემ.

მერიაში აღნიშნავენ, რომ პროექტისთვის გამოიყო 1 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0