რა სიურპრიზს უმზადებს მერია თბილისელებს

© Sputnik / Viktor Kaminskyველოსიპედისტები თბილისის ქუჩებში
ველოსიპედისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ველოსიპედისტებს დიდი სიურპრიზი ელოდებათ – მალე თბილისში უჩვეულო სანახაობის მომსწრე გავხდებით. მერიამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისელი ველოსიპედისტები თავიანთი სატრანსპორტო საშუალების საზოგადოებრივ ავტობუსებზე მიმაგრებასა და ავტობუსებით ასე გადაადგილებას შეძლებენ.

თბილისის მერი: ვერეს ხეობაში წყალდიდობა აღარ განმეორდება>>

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მერია ყოველთვის გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას – საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქვეითად მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს.

კახა კალაძე სამშენებლო ობიექტზე - Sputnik საქართველო
კალაძე: გლდანში საფეხბურთო ცენტრით სარგებლობა უფასო იქნება

„ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩვენი ხედვა, თუ როგორია თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება. ასევე ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს... საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა მოძრაობდეს ქალაქში შეზღუდვების გარეშე... რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ, არა კერძო ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეები, ასევე ველობილიკები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ველოსიპედი თბილისში სულ უფრო პოპულარული ხდება.

„ზოგადად, ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება ქალაქში. ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები. ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც წინ ან უკან უდგება შესაბამისი სამაგრები. ადამიანი, ვინც არის ველოსიპედით, დაამაგრებს საკუთარ ველოსიპედს, აბრძანდება ავტოსბუსში და შეძლებს გადაადგილებას „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში“, – განაცხადა კალაძემ.

ამ საკითხზე მუშაობა ქალაქი მერმა თავის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა.

ყველა ახალი ამბავი
0