„მზიურის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ვიდეო

© photo : courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaპარკი „მზიური“
პარკი „მზიური“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თბილისელებისათვის დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე, ვინაიდან დღეს საღამოს განახლებული „მზიური“ ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა.

მისი თქმით, განახლებული „მზიურის“ ტერიტორია მოიცავს დამატებით კიდევ რამდენი ჰექტარ რეკრეაციულ ზონას და დასასვენებელ სივრცეს.

„ეს ტერიტორია კიდევ უფრო დაზიანდა 2015 წლის მოვლენების შემდეგ, დღეს უკვე ის სრულად არის აღდგენილი. ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, დასასვენებელი სარეკრეაციო სივრცეა, სადაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სხვა უბნის მცხოვრებლებს, შეეძლებათ, მოვიდნენ კომფორტულ და ლამაზ გარემოში და დაისვენონ“, - განაცხადა გიგაშვილმა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით,  სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე, სკეიტპარკი.

პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

ყველა ახალი ამბავი
0