კალაძე: გლდანში საფეხბურთო ცენტრით სარგებლობა უფასო იქნება

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე სამშენებლო ობიექტზე
კახა კალაძე სამშენებლო ობიექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტი სამგორის რაიონში უკვე განხორციელდა, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გლდანის რაიონში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

სპორტულ კომპლექსს, ქალთა და მოყვარულ გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ, იუწყება თბილისის მერია.

რუსთაველის გამზირზე სპორტსმენების აქცია გაიმართა  - Sputnik საქართველო
სპორტსმენებმა თბილისში სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიმდინარე სამშენებლო პროცესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარესთან ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია ტერიტორიის შემოღობვა, დამონტაჟებულია განათების ბოძები და მიმდინარეობს ფეხბურთელებისთვის გასახდელი შენობის მშენებლობა.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც მერმა აღნიშნა, მსგავსი პროექტი სამგორის რაიონში უკვე განხორციელდა, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მოედანი მოეწყობა – ერთი დიდი და მეორე პატარა, მინი-ფეხბურთისთვის. ასევე მოეწყობა განათების ქსელი, რათა ბავშვებმა თამაში ღამის საათებშიც შეძლონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო კომპლექსით სარგებლობა უფასო იქნება", – განაცხადა კალაძემ.

მერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ცენტრით ბევრი ახალგაზრდა და ბავშვი ისარგებლებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შევუწყოთ ხელი. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ჩვენთან თანამშრობლობით ასეთი კარგი პროექტები ხორციელდება", – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი სპორტული ცენტრი გლდანის მეხუთე და მეშვიდე მიკრორაიონებს შორის შენდება. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის" დაფინანსებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0