როდის გამოიცვლება თბილისში „ყვითელი მარშრუტკები“

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი სამგზავრო მიკროავტობუსი
ყვითელი სამგზავრო მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მას შემდეგ ავტოპარკი არ შეცვლილა.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. უახლოეს პერიოდში თბილისის მერია ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 300 ერთეულ სამარშრუტო მიკროავტობუსს შეისყიდიან.

კომპანია  MAN–ის ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი

„მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.

ამჟამად თბილისელებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. სამარშრუტო ტაქსებით დღეში, ჩვეულებრივ, 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

მიკროავტობუსით მგზავრობა თბილისში 80 თეთრი ღირს, ხოლო მოკლე მანძილზე – 50 თეთრი.

„მარშრუტკები“ თბილისელების უმრავლესობისთვის გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ავტოპარკი სწორედ მას შემდეგ არ შეცვლილა. მგზავრები ხშირად ჩივიან მიკროავტობუსების ცუდ მდგომარეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0