„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 მაისს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, პეტრიწის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, კაკი ბაქრაძის, ივანე სარიშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ყუშიტაშვილის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, გურამ ნიჟარაძის, ეგრისის და ტარიელ გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის, ბურძგლას, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის და ტოგო გუდავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უელშის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0