თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო დღეებში ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემასა, სოლიდარობისა და ტოლერანტობის ნიშნად თბილისის ანძა თეთრად განათდება

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისის მერია ქართველი ხალხის ერთიანობის ნიშნად თბილისის ანძას თეთრ ფერში გაანათებს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს თბილისის ანძის განათების პრინციპს: ანძის განათება სხვადასხვა ორგანიზაციების, უწყებების, საელჩოების წერილობით მიმართვის საფუძველზე ხდება.

მერიაში განმარტავენ, რომ 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც მეგობარი ქვეყნის - თურქმენეთის წერილი.

„შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღეს - Sputnik საქართველო
17 მაისს სასულიერო პირები ავტოკოლონით მსვლელობას მოაწყობენ და მოსახლეობას დალოცავენ

თბილისის მერიაში მოგვიანებით შევიდა რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის წერილი, მათ შორის ერთ-ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობისგან“, რომელიც მოითხოვდა 17 მაისს თბილისის ანძა ან/და მშვიდობის ხიდი ლგბტ დროშის ფერებში განათდეს.

„იდეური მრავალფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოების წევრი.

„ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს – ლომჯარია

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა საქართველოში 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღეს 13:00 საათზე სასულიერო პირები ავტოკოლონით მსვლელობას მოაწყობენ და მოსახლეობას დალოცავენ. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. საზეიმო წირვის შემდეგ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0