არ შეგეშინდეთ დაკვამლიანების: თბილისელებს სახანძრო სწავლების შესახებ აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლების ფარგლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურთან მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს თბილისელებს მეტროპოლიტენის სამ სადგურზე შესაძლო დაკვანლიანების შესახებ, რაც სწავლებას უკავშირდება.

თბილისში მეტრო და ავტობუსები მუშაობას 22 მაისის შემდეგ განაახლებენ >>

სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“ თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

„სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან - „წერეთელი“ და „ნაძალადევი“ მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.

სწავლებაში ასევე ჩართული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროისათვის თბილისის მეტროპოლიტენი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0