01:09 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1658)
13110

თბილისის მეტროს ელექტროსადენების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია გასული წლიდან მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროპოლიტენში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება.

მისი თქმით, ტენდერით გამარჯვებული კომპანია მუშაობას განაგრძობს.

„დროულად დასრულდება სამუშაოები. რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არ დაუდია არავის და საფრთხეს წარმოადგენდა არსებული მდგომარეობა. ტენდერით გამარჯვებული კომპანია ამ პერიოდში არ შეჩერებულა. იმ ტემპით ვერა, როგორც სხვა პროექტები, თუმცა მაინც გრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს ელექტროსადენების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია გასული წლიდან მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით.

პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა. საერთო ჯამში, გამოიცვლება 191 კმ დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 კმ საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული გამნიავებელი (ვენტილატორი). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხი და ენერგო ეფექტურობა.

თბილისის მეტროსადგურებში ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა 1966 წლის შემდეგ არ გამოცვლილა.

მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

თემები:
თბილისი დღეს (1658)

მთავარი თემები