თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 29 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, ნიაბის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.