Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქუჩების დეზინფექცია გრძელდება – თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირი მოირეცხა

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩების დეზინფექცია
ქუჩების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალაქებში სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში თბილისის ქუჩების დეზინფექცია გრძელდება – ამჯერად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვაჟა-ფშაველას გამზირი დაამუშავეს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

„გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირი შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით მთლიანად იქნება დამუშავებული. ეს არის პრევენციული ღონისძიება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.

მან „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის ქუჩები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. ასევე მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები. ღონისძიებების ფარგლებში მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები.

ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც. წუხელ მოირეცხა ფოთისა და ხობის ქუჩები.

ყველა ახალი ამბავი
0