Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში მოქმედ ბიზნეს-კომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი დროებით არ დაერიცხებათ

© Sputnik / Alex Shlamovდასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 98 ადამიანი.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იმ ვითარების გამო, რაც დღეს ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა შეაჩერა საქმიანობა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

„მერიის საწარმომ „თბილსერვის ჯგუფმა“ აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა კომპანია გვყავს აღწერილი, რომელთაც შეჩერებული აქვთ დროებით თავიანთი სამუშაოების განხორციელება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათ საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს-სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ვერ ახორციელებენ საქმიანობას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 98, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0