თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევერკოს და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.