Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის ქუჩების დეზინფექცია გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliწერეთლის გამზირის დეზინფექცია
წერეთლის გამზირის დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში სადეზინფექციო საშუალებებით ამჯერად კოსტავას ქუჩა მოირეცხა სააკაძის მოედნიდან გმირთა მოედნამდე.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით თბილისში გრძელდება ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარებით.

სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში დეზინფექცია 200 ათასზე მეტ ავტომობილს ჩაუტარეს>>

ამჯერად სადეზინფექციო საშუალებებით კოსტავას ქუჩა მოირეცხა სააკაძის მოედნიდან გმირთა მოედნამდე, ასევე გმირთა მოედანზე არსებული გვირაბი.

როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.

სადეზინფექციო სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა სპეციალური ხსნარებით ეტაპობრივად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ქავთარაძის, კანდელაკისა და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირებს, ასევე დიდ დიღომში მდებარე იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს.

წერეთლის გამზირის დეზინფექცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქების დეზინფექცია გრძელდება

„სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სადეზინფექციო ღონისძიებები უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 257 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 ადამიანი. ასევე საქართველოში მკურნალობს ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებიც უცხოეთიდან გადმოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0