ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

© photo: courtesy of Tbilisi City Hallახალი მიწისქვეშა კონტეინერების დამონტაჟება
ახალი მიწისქვეშა კონტეინერების დამონტაჟება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallნაგვის ახალი კონტეინერების დამონტაჟება ჭავჭავაძის გამზირზე
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება - Sputnik საქართველო
ნაგვის ახალი კონტეინერების დამონტაჟება ჭავჭავაძის გამზირზე

„ეს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე მოწესრიგდება ვიზუალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დეზინფექცია - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე აღჭურვილია ხუფით ქვეითების უსაფრთხოებისთვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.

ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს>>

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. გამზირზე საერთო ჯამში ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

ყველა ახალი ამბავი
0