თბილისის მერია 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

გამოწერა
იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება ის 600-მდე მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. თბილისის მერია 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს სამი თვით იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კალაძე: მიუხედავად მუნიციპალური პროგრამების მუშაობის შეჩერებისა, დაფინანსება გაგრძელდება>>

მანამდე, 14 მარტს კალაძემ განაცხადა, რომ მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები ან მიწები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში მეწარმეების გარკვეული კატეგორია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

როგორც კალაძემ განმარტა, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება ის 600-მდე მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.

„ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილისა და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად განხორციელდება, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს

„აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს“, - განმარტა თბილისის მერმა.

კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალური სიზუსტით შეასრულონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 262.

ყველა ახალი ამბავი
0