„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 მარტს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 მარტს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნის და შარდენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ხაზინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლების და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0