„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 28 თებერვალს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, ილურიძის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, მარნეულის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის და სოღანლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, კობარეთის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმბრის, სამრეკლოს, ბუხაიძის, კუმისის, ტირიფონის, თვალჭრელიძის, ურიცკის, ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფხოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჭელიძის და ქართველიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სტანისლავსკის ქუჩის ( ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0