„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 თებერვალს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედანის, ასათიანის, გუდიაშვილის და პუშკინის ქუცების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ღრმაღელეს, ქსნის, თიანეთის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, ჭირნახულის, იუმაშევის, მშვიდობის, უცნობის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის და ალექსანდროულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნაფეტვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დარასელიას, ანაგის, გურიელის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, შარტავას, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროს და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0