ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

© photo: Tbilisi City Hall / FBჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის მაისიდან ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გზა ეტაპობრივად იკეტება

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა იცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, საგზაო მოძრაობა 23-29 თებერვალს შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება:

• ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა.

• ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

• თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.

• არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

„შესაბამისად, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21, 51, 61, 85 და მიკროავტობუსის N170 მარშრუტები, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე ხვდებოდნენ კავსაძის ქუჩიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შუქნიშანი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში „ჭკვიანი“ შუქნიშნები დამონტაჟდება

მერიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 12:00 საათიდან კი, აღნიშნული მარშრუტები ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით, ხოლო ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს, ნაცვლად თაქთაქიშვილის ქუჩისა, დაუკავშირდებიან არაყიშვილის ქუჩით.

ავტობუსის N66 მარშრუტი, რომელიც მირცხულავას და ფალიაშვილის ქუჩების გავლით ირაკლი აბაშიძის ქუჩას უკავშირდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, დაუკავშირდება კავსაძის ქუჩას.

ხოლო ავტობუსის N83 მარშრუტი, რომელიც მრგვალი ბაღიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, გადაკეტვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება არაყიშვილის ქუჩით.

ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად მოძრავ სხვა მარშრუტებს, რომლებიც სარგებლობენ ავალიშვილის ქუჩით, ცვლილებები არ შეეხებათ.

ჭავჭავაძის გამზირზე  სარემონტო სამუშოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0