იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგვის კონტეინერი
ნაგვის კონტეინერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ იურიდიული პირებისთვის ტარიფი დადგინდება, დედაქალაქის მერმა სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლის განკარგულება გასცა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისში იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეებს ამ საკითხზე მუშაობის დაწყება დაავალა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასუფთავების მოსაკრებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თითქმის ერთნაირია, რაც უსამართლობაა.

„მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების... დავიწყოთ შესწავლა და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი იქნება „თბილსერვის ჯგუფის" მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა ის ხარისხი შევინარჩუნოთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს", – განაცხადა კალაძემ.

ლილოს ნაგავსაყრელს ბუნებრივი გაზის მოპოვების წყაროდ გარდაქმნიან>>

დასუფთავებისთვის გადასახადი ქალაქის საკრებულომ 2014 წლის 12 დეკემბერს დაადგინა. დადგენილების თანახმად, გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თბილისში 2,5 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირებისთვის, ვისი სოციალური რეიტინგიც 57 ათასი ქულა ან ამაზე ნაკლებია – 2 ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0