თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრი გაჩნდება

© photo: courtesy of Georgian Football Federationსაბავშვო ჩემპიონატი ფეხბურთში
საბავშვო ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება ფეხბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის მოედნები, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, საცურაო აუზები და ა.შ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის მიმართვაში, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა.

ისინი, ვინც იოგას ვარჯიშს იწყებენ, საკმაოდ სწრაფად ამჩნევენ დადებით ცვლილებებს შეგრძნებებსა და განწყობაში - Sputnik საქართველო
იოგა ქართულად: ჯანსაღი ცხოვრების წესი

მულტიფუნქციური ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, ტანვარჯიშის დარბაზი, მოეწყობა სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები.

ასევე მოეწყობა ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ხელოვნების სკოლა, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე, მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური ცენტრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სულ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვაა სპორტულ ცხოვრებაში.

ცენტრის მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0