„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 იანვარს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, ქართლის, კნოლევის, ღრმაღელეს და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოსეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, ერისთავის, კვესეთის, მარტყოფის, ბზიფის და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0