თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ავტომობილების მოძრაობა ხვალიდან აღდგება

© Sputnik / Levan Avlabreliთამარ მეფის ხიდი
თამარ მეფის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქის ცენტრში არსებული თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ავტომობილების გადაადგილება ხვალიდან აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის ივლისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდა. 

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება მშრალი ხიდის აღდგენა

„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად უკვე მთავრდება. დღეს, ღამით დამთავრდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. არსებული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მთლიანად განახლდა და მოწესრიგდა“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენდა, სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა კოჭები, მოხდა ბურჯების თავების გარემონტება, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობა, საყრდენი კედლის მშენებლობა, მოაჯირების შეცვლა, ასევე თვალამრიდების და ახალი გარე განათების მოწყობა.

თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1935 წელს გაიხსნა.

გახსნის შემდეგ ხიდს ჩელუსკინელების ხიდი ერქვა, 1989 წლიდან კი ხიდი თამარ მეფის სახელს ატარებს. ხიდის არქიტექტურა ნიკოლაი სევეროვს ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0