საახალწლო მზადება გრძელდება: ტრანსპორტის მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე შეიზღუდა

© photo: Sputnikსაახალწლოდ მორთული თბილისი
საახალწლოდ მორთული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკის მოედანზე საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა, იუწყება პირველი არხი თბილისის მერიაზე დაყრდნობით.

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
ილუმინაცია და ნაძვის ხე: თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ილუმინაციების მონტაჟი დედაქალაქში 8 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში.

დღესასწაული ზღვასთან: ბათუმში ნაძვის ხეს პირდაპირ ბულვარში დადგამენ >>

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი“. შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0