ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashvili MAN-ის მარკის ავტობუსი
 MAN-ის მარკის ავტობუსი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა – მამუკა მუმლაძის ნაცვლად ტრანსპორტის სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის განმარტებით, წილოსანს ადრე მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მოადგილის პოსტი ეკავა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის  ავტოპარკი 54 ახალი ავტობუსით შეივსო

„რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს, არსად მიდის და ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში", – აღნიშნა კალაძემ.

ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ სატრანსპორტო სფეროში დიდი სამუშაო ჩაატარა. კერძოდ, გატარდა ტაქსის მასშტაბური რეფორმა – 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში ყველა ტაქსი ორი კატეგორიის უნდა იყოს.

თბილისში ავტობუსების პარკი ეტაპობრივად ახლდება. 2019 წელს მერიამ 90 ერთეული MAN-ის მარკის ათმეტრიანი და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 109,7 მლნ ლარია.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ავტოპარკი ISUZU-ს მარკის კიდევ 83 ავტობუსით შეივსო, რომლებიც 16 მიმართულებით გადანაწილდა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მუნიციპალურ ავტოპარკში ევროპული ტიპის 453 ახალი თანამედროვე ავტობუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0