რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან ტაქსის მძღოლები რეკლამის განთავსებისთვის

გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული და ეს მიუღებელია.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე სწორად განთავსებული რეკლამისთვის არ დაჯარიმდებიან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განმარტებით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის, ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.

„დაჯარიმდებით"! - კალაძემ ტაქსის მძღოლები გააფრთხილა>>

„მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ იქნა შემუშავებული. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის. მას აქვს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც უნდა განთავსდეს რეკლამა", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული. ეს მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც მერიის მიერ იქნა დამტკიცებული.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო – თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეკლამისთვის, რა თქმა უნდა, არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც შემუშავდა. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ რეკლამა განათავსოთ და არასწორია ის, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა>>

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

ყველა ახალი ამბავი
0