ლადო ასათიანის ქუჩაზე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი მოეწყობა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი. სოლოლაკი
თბილისი. სოლოლაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზი, სამაგიდო თამაშების სივრცე და ქორეოგრაფიული დარბაზი

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2020 წლიდან მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება>>

კახა კალაძემ სხდომაზე სპორტული დარბაზის მაკეტი წარმოადგინა.

„მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის N50-ში მდებარე სპორტულ ცენტრში, რომელსაც დღეს შეიძლება ვერ დავარქვათ სპორტული ცენტრი ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი დანგრეული, განადგურებულია, მულტიფუნქციური დარბაზი გაკეთდება, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობები იქნება წარმოდგენილი", -განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მულტიფუნქციური სივრცეები დედაქალაქის ყველა რაიონში უნდა იყოს განთავსებული.

შემოქმედებითი ცენტრი Fabrika - Sputnik საქართველო
რადიოქარხნიდან გასართობ კომპლექსამდე – კალაძე პროექტის შესახებ

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სპორტული ცენტრების მშენებლობა დავიწყეთ. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, რათა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. მიხარია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და მათი მხარდაჭერა და თანადგომა ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზი, სამაგიდო თამაშების სივრცე და ქორეოგრაფიული დარბაზი.

მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მოსაწყობად უკვე შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომელზეც 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულებაა 1 712 942 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0