„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 ნოემბერს

© courtesy of JSC Telasi„თელასის" ელექტრიკოსები
„თელასის ელექტრიკოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდავის I, II ქუჩების, ასპინძის I, II ქუჩების, ახალი არსენალის II ქუჩის, ახუთის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ლამის, ძეგამის, ხრამჰესის, ბოდავისა და დავით ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ჯანაშვილის, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულრიფშის, რევაზ ურიდიას, კამალოვის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, კიკნაძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კალიუჟინის, კობალაძი, მიქატაძისა და დობროლიუბოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ძოწენიძისა და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერისა და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძისა და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ნადარეიშვილისა და გაზაფხულის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გორგასლისა და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ყველა ახალი ამბავი
0