„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 ნოემბერს

© photo: Sputnik / Stringer„თელასი"
„თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონებისა და მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანისა და ორახელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოსა და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III, IV ზონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას, მინდელისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრიწისა და ბერაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0