თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი იმუშავებს

© photo: Tbilisi Zoo / FBერიკ ფონ ფლიტი
ერიკ ფონ ფლიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიელი დიზაინერი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, ერიკ ფონ ფლიტი თბილისის ზოოპარკს პირველად წყალდიდობის შემდეგ ესტუმრა და ჰამადრილების, მაკაკების, ვალაბების, ლამებისა და ტაპირის ვოლიერები დაგეგმა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი იმუშავებს, ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიზაინერი თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

„რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელის შემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ", – ნათქვამია განცხადებაში.

ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ.

ბეჰემოტ ბეგის ძეგლის ესკიზი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი - კალაძემ ესკიზები წარმოადგინა

ჰოლანდიელი დიზაინერი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, ფლიტი თბილისის ზოოპარკს პირველად წყალდიდობის შემდეგ ესტუმრა და ჰამადრილების, მაკაკების, ვალაბების, ლამებისა და ტაპირების ვოლიერები დაგეგმა.

ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი იქნება.

2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. წყალდიდობის შემდეგ თბილისის ხელისუფლებამ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა. ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო.

ნამდვილი ბეიბი-ბუმი თბილისის ზოოპარკში: ამჯერად ვინ დაიბადა?>>

ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო–დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

აფთარი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში აფრიკული მოხატული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ - ფოტო

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკისთვის დახმარების სურვილი მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა გამოთქვა. თბილისის ზოოპარკისთვის საჩუქრად გადმოცემულ ცხოველებს შორის არიან ჯუჯა კენგურუ, ფაფრიანი ცხვრები, აფრიკული პინგვინები, უსურიის ვეფხვი.

თბილისის ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილების საფუძველზე დაარსდა. მისი მშენებლობისთვის მდინარე ვერეს ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით ზოოპარკში ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები). ზოოპარკში იყო ტერარიუმი და აკვარიუმი.

თუმცა ბოლო დროს ვერეს ხეობაში ზოოპარკს მხოლოდ 9 ჰექტარი ტერიტორია ეკავა, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ კიდევ შემცირდა და 6 ჰექტარი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0