„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 ნოემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, წულუკიძის, ვაზისუბნის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სამგორის, ლოლაძის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და თელეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.



 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0