ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა, მოგვიანებით კი ელექტროენერგიის წარმოება დაიწყება

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ნაგვის ურნების ადგილებს ობიექტების დაპროექტების დროს განსაზღვრავენ>>

კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.

სამედიცინო შპრიცები - Sputnik საქართველო
სამედიცინო ნარჩენების უკანონო გადაყრისთვის ჯარიმა თორმეტჯერ იზრდება: კალაძის ინიციატივა

„ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, მაგრამ სამგორის რაიონისა და ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. რამდენიმე დღეში კი ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება–სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პირველ რიგში გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოება დაიწყება.

აქცია ბათუმში: ადგილობრივები ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ>>

ნაგავსაყრელების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.

ყველა ახალი ამბავი
0