თბილისის ბოტანიკური ბაღი ყვავილების საშემოდგომო გამოფენას მასპინძლობს

© National Botanical Garden of Georgia / FB ბოტანიკური ბაღი თბილისში
ბოტანიკური ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში თბილისში გამოფენის სტუმრებს დახვდებათ ქრიზანთემები, გეორგინები და შემოდგომის სხვა ყვავილები

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იხსნება შემოდგომის ყვავილების ორდღიანი ტრადიციული გამოფენა, სადაც უამრავი ყვავილის კომპოზიცია არის წარმოდგენილი.

ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან ბოტანიკური ბაღის მდიდარ კოლექციას - ქრიზანთემებს, გეორგინებს და შემოდგომის სხვა ყვავილებს, ასევე დიდი სათბურების და სანერგეების პროდუქციას.

ქართული ლავაში - Sputnik საქართველო
გემრიელი და არომატული: თბილისის ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გაიმართა

იქვე მოწყობილია შემეცნებითი კუთხე, სადაც თემატური ინსტალაციაა წარმოდგენილი.

გამოფენაზე სტუმრები დააგემოვნებენ შემწვარ წაბლს და ჩეხურ ფუნთუშებს. იქნება ასევე გლინტვეინი, ჩაი და ყავა.

ღონისძიება Event Square-ში გაიმართება.

შაბათს გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე, კვირას - 12:00 საათზე. ღონისძიება 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორებია - ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0