ხელისუფლება ტაქსის მძღოლებს ჯარიმების განულებას ჰპირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის გაჩერება
ტაქსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია 700 ტაქსის მძღოლზე, რომლებსაც 200 ლარინი ჯარიმები გამოუწერეს

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლებს, რომლებიც დაჯარიმდნენ თბილისში 1 ოქტომბერს, ჯარიმებს მოუხსნიან, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

სამშაბათიდან ყველა ტაქსის მძღოლს უნდა თან ჰქონდეს ორიდან ერთ-ერთი კატეგორიის ლოცენზია „А" ან „В". თითოეული კატეგორიისთვის წესების დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

„იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ.  გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ინიციატივის განხილვას პარლამენტი შემდეგ კვირაში შეუდგება. საუბარია 700-ზე მეტ ტაქსის მძღოლზე.

ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამ ლიცენზიის ქონა ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულო გახდა.

GEO VER - Тбилисские таксисты начали работать по новым правилам - Sputnik საქართველო
ტაქსების რეფორმა: თბილისელი ტაქსისტები დღეიდან ახალი წესებით იმუშავებენ

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0