„ფორსაჟის" გადაღების გამო ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ფორსაჟის" გადაღებები
ფორსაჟის გადაღებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით მოძრაობის შეზღუდვა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით ხორციელდება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღებებთან დაკავშირებით ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება ქართული მასმედია.

შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს, ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 კორპუსამდე, ასევე დათუაშვილის ქუჩას და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს, დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე.

გეილ ანა ჰარდი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ შემდეგ თბილისს „ტერმინატორისა“ და „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი ესტუმრება

„შეზღუდვის საათებში მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ", – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით მოძრაობის შეზღუდვა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მოხდება.

საქართველოში ცნობილი ფრენჩაიზის გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღება საქართველოში 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. 8 სექტემბრიდან  „ფორსაჟის" გადაღებებმა ნუცუბიძის პლატოზე გადაინაცვლა.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

ყველა ახალი ამბავი
0