„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 სექტემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ბობ უოლშის, შეშელიძის, წყალსადენის, ომარ ხიზანიშვილის და ართმელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

06:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბურძგლას, საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის, პეტრიწის, პეტრე იბერის, გამრეკელის, ბახტრიონის, გოთუას, შარტავას და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0