04:32 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
გლდანის პარკი

გლდანში ახლად აშენებული პარკი გაანადგურეს: პარკებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

© photo: Tbilisi City Hall / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1321)
168 0 0

პარკი დაახლოებით ერთი თვის წინ მოეწყო, თუმცა ის ფაქტიურად უკვე განადგურებულია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახლად გახსნილი პარკი ვანდალებმა გაანადგურეს, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დაპირება შესრულებულია: გლდანში განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა >>

მისი თქმით, სულ რაღაც ერთი თვის წინ დედაქალაქის მერიამ სამ ჰექტარ მიწაზე მრავალფუნქციური პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია.

მერმა სხდომაზე დაზიანებული პარკის ამსახველი სურათებიც წარმოადგინა.

„გული მწყდება, რადგან ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები, რათა ქალაქში, ქვეყანაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ქალაქთან მიმართებაში ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რაც საკუთარ სახლთან მიმართებაში გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უსაფრთხოების სამსახურსა და მუნიციპალურ ინსპექციას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები, დაამატონ კამერები და გამოყონ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც პატრულირებას განახორციელებენ პარკებში.

ამასთან ერთად თბილისის მერმა მოსახლეობასაც მოუწოდა დახმარებისკენ.

„ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახელობაც უნდა დაგვეხმაროს. ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი და ყველა ბედნიერი იყო. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამგვარი პროექტების განხორციელებას?!“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ გლდანის პარკს არ ეხება, დედაქალაქში ხშირია ვანდალიზმის სხვა შემთხვევებიც.

თემები:
თბილისი დღეს (1321)

მთავარი თემები