ვაკის პარკი სტოუნჰენჯის შემდეგ: შერჩეულია დამპროექტებელი კომპანია

გამოწერა
კომპანია Chris Blandford Associates ვაკის პარკის ახალ დენდროლოგიურ პროექტს შეიმუშავებს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ცნობილმა ბრიტანულმა კომპანიამ Chris Blandford Associates თბილისის მერიის ტენდერი მოიგო და მან წლის ბოლომდე ვაკის პარკის აღდგენის პროექტი უნდა შეიმუშაოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როდის დასრულდება თბილისში საგზაო სამუშაოები>>

მერიამ ამ კომპანიასთან შეთანხმება უკვე დადო. Chris Blandford Associates დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანიაა ლანდშაფტის დიზაინისა და ეკოლოგიური დაგეგმვის საკითხებში.

„კომპანიას აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი ადგილების კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში", – განაცხადა კალაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
როდის იქნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა – პრემიერმა თარიღი დაასახელა

მერის განცხადებით, ბრიტანული კომპანიის რეზიუმეშია სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუის ბოტანიკური ბაღები (იტალია) და სხვ.

შეთანხმების თანახმად, Chris Blandford Associates ჩაატარებს ვაკის პარკის მწვანე საფარის სრულ ინვენტარიზაციას და შეიმუშავებს ახალ დენდროლოგიურ პროექტს.

ვაკის პარკი 1946 წლიდან ფუნქციონირებს. მას 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0