„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 აგვისტოს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

 

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 აგვისტოს  გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ხერთვისის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიდგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სუხიშვილის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0