როდის დასრულდება თბილისში საგზაო სამუშაოები

© Sputnik / Alexander Imedashviliასფალტის საფარის დაგება
ასფალტის საფარის დაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან მოყოლებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგებაც.

როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართზე გზის რეაბილიტაციასთან ერთად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.

ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
შეზღუდვები ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

„ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე (ბარათაშვილის ხიდზე) ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ორივე მხარის მოწყობას ექვსი დღე დასჭირდება. ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად, იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი – „ამბასადორთან" ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება.

ბუდაპეშტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით იზღუდება>>

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, მერის თქმით, უახლოეს დღეებში ვარაზისხევიდან მოყოლებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0