03:14 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
საბურთალის რაიონი

ლისის ტბა მარშალ გელოვანის გამზირს ახალი გზით დაუკავშირდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (132)
19020

პროექტის თანახმად, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყება დააანონსა.

მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტი შემუშავდება. პროექტის საერთო ღირებულება 15 მლნ ლარია, რეალიზაციის მიახლოებითი ვადები – შვიდი თვე.

„ვიწყებთ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. თქვენ იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

პროექტის თანახმად, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

ივნისის შუა რიცხვებში დასრულდა კიდევ ერთი პროექტი – პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის კვეთაზე ორიარუსიანი ესტაკადის მშენებლობა, რომლის მიზანიც საბურთალოსა და დიღმის რაიონების ტრანსპორტისგან განტვირთვაა.

ესტაკადის მშენებლობა ოთხი მლნ ლარი დაჯდა.

 

თემები:
თბილისის მერია (132)

მთავარი თემები