„არტ-გენზე“ დასწრების მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურება

© Sputnik / Alexander Imedashviliმუნიციპალური ავტობუსები
მუნიციპალური ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00 საათამდე კუს ტბის გადასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე 15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. მუსიკალურ ფესტივალზე „არტ-გენი“ დასწრების მსურველებისთვის, თბილისის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები 7-დან 14 ივლისს ჩათვლით, 14:00 საათიდან 03:00 საათამდე კუს ტბის გადასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე 15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

ფესტივალი „არტ-გენი - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე და ფოლკლორი: ფესტივალი „არტ-გენი" იწყება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი „არტ-გენი" რეგიონული ტურნეთი ახმეტაში 16 ივნისს გაიხსნა. თბილისში ფესტივალი 7-14 ივლისს გაიმართება.

7 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი სახელწოდებით „აკუსტიკის დღე“, რომლის ფარგლებში წარდგებიან ჯგუფები The Bearfox, Lua, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, კომპოზიტორი და მუსიკოსი დათო ევგენიძე.

ფესტივალი Art-Geni 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0