„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 4 ივლისს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიას, ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, პეტრე ქავთარაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას, უნივერსიტეტის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ქართველიშვილის, ონიაშვილის, იონა ვაკელის, ოთარ ჭილაძის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, მინდელის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვიქტორ ნოზაძის, პეტრიწის, გრიგოლ ფერაძის, პეტრე იბერის, მუხრან მაჭავარიანის, ვეფხისტყაოსნის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, გერგეთის, ჭონქაძის, ზაალ დუმბაძის, მესხის, ამაღლების, ბროსეს, თაბუკაშვილის, შანიძის, გოგებაშვილის, რევაზ ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, უმიკაშვილის, გალის, ზემო ვაკის, თერგის, გუნიას, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, კეკელიძის, ალეკო შენგელიას, შატბერაშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ბარნოვის, ნინო ჟვანიას, ლარსის და რეზო ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაკობ ნიკოლაძის, ლუარსაბ შარაშიძის, შიო მღვიმელის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის და ვარაზისხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და ნორიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, გორკის, ბუხაიძის და ნათიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების და ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0