დღეიდან თბილისის მეტრო მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

© photo: Sputnikმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროში ელექტრომომარაგებისა და სავენტილაციო სისტემებს ერთ წელიწადში შეაკეთებენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მუშაობის გრაფიკს ცვლის, განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ რობაქიძემ.

სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ჩასასვლელი - Sputnik საქართველო
ტექნიკური პრობლემები: თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს

დღეიდან ერთი წლის განმავლობაში მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.

„2019 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 ივლისამდე თბილისის მეტრო იმუშავებს 06:00-დან 23:00 საათამდე. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის მეტროს უსაფრთხოებისთვის. პროექტის ფარგლებში მოხდება 650 კმ ელექტროსადენის გამოცვლა, ასევე მთლიანად იცვლება სავენტილაციო სისტემა. მსგავსი პროექტი თბილისის მეტროში არ განხორციელებულა", – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

მეტროპოლიტენის ახალ განრიგზე გადასვლის მიზეზი ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის შეცვლაა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა. თამაზ რობაქიძის განცხადებით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკი 15 მლნ დოლარს გამოყოფს.

2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, შემთხვევების 30%-ში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0